Tuesday, June 12, 2012
საქართველოს ბუნებრივი საფარი
საქართველო ამიერ კავკასიაში მდებარეობს. საქართველოს ბუნება მისი გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მას რთული რელიეფი და მაღალი ზონები ახასიათებს. კავკასიური რეგიონი, რომელშიც საქართველო მდებარეობს, მიწის ქერქს, მოძრავ ალპურ სარტყელს განეკუთვნება, რომელიც განაპირობებს მის კონტრასტულ რელიეფს და მრავალფეროვან ლანდშაფტს მისი სხვადასვა ტიპის კლიმატით და ჰიდროლოგიური რეჟიმით, ნიადაგის საფარით, მცენარეთა და ცხოველთა სამყაროთი.
საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე მრავალფეროვანი ლანდშაფტებია, რომლებიც დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ სიმაღლის და მიმართულების მიხედვით იცვლება. შავი ზღვის გასწვრივ და მთის ფერდობებზე ზღვის დონიდან 500-600 მ. სიმაღლეზე ტენიანი, სუბტროპიკული, ტყიანი ლანდშაფტებია ნაოჭურ-ეროზიული რელიეფით. აქ ტენიანი და თბილი კლიმატია, ხოლო წითელმიწა და ჟანგმიწა ნიადაგებზე კოლხური ფართეფოთლოვანი ტყეები იზრდება. ამ ლანდშაფტზე მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავს სუბტროპიკულ კულტურებს.
ტენიანი, სუბტროპიკული, ჭაობიანი და ტყიანი ლანდშაფტები კოლხეთის დაბლობისთვის სახასიათოა, სადაც ჭარბობს სუბტროპიკული, მოოქროსფერო ნიადაგები. ტერიტორიის ორმოცდაათ პროცენტზე ბუნებრივი მცენარეები კულტურულით არის ჩანაცვლებული. აქ გამოყავთ ხილი, მარცვლეული და ბოსტნეული კულტურები.
დიდი და მცირე კავკასიის ფერდობები ზღვის დონიდან 1800- 2000მ.-ზე მთიანი, ტყიანი ლანდშაფტური ზონაა. მას აქვს ნაოჭიან-ეროზიული რელიეფი, ძლიერ ციცაბო ფერდობებით და ვიწრო ხეობებით. დიდი კავკასიის დასავლეთ ნაწილში შესამჩნევია კარსტული მოვლენები. ზონის კლიმატი ზომიერად თბილი და ტენიანია. მთები დაფარულია ფართეფოთლოვანი და წიწვოვანი (დასავლეთით) ტყეებით, რომლის ქვეშაც წარმოიშვა ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები. მდინარისპირა ველებზე გადაჭიმულია ხორბლეული და ბოსტნეული კულტურების მინდვრები. ზღვის დონიდან 200 მ. - ის ზევით და 2800-3000 მ. -ზე განლაგებულია მთიან-მდელოიანი ლანდშაფტური ზონა მაღალმთიანი ნაოჭიან-ეროზიული რელიეფით, მყინვარებით, ქვის ნაყარით და კონუსებით. კლიმატი აქ ცივი და ზომიერად ტენიანია. ლანდშაფტში ჭარბობს ბალახოვანი ალპური მდელოები, რომლებსაც საზაფხულო საძოვრებად იყენებენ, ხოლო სუბალპურ მდელოებს _ სათიბად.
დიდ კავკასიაზე მთიან-მდელოიანი ზონის ზევით მრავალწლიანი თოვლით დაფარული დიდი მყინვარებია. აქ დაახლოებით 170-მდე მყინვარს ითვლიან. ზაფხულის პერიოდში მყინვარები და თოვლი მდინარეების ძირითადი საკვებია. ეს არის ტურიზმისა და ალპინიზმის ზონა.
აღმოსავლეთი საქართველოს ლანდშაფტები ვაკეების, მთიანი ვაკეებისა და სტეპური მდელოების მონაცვლეობით ხასიათდება, რომლებიც ადამიანის საქმიანობამაც მნიშვნელოვნად შეცვალა. აქ არის თბილი, მშრალი, სუბტროპიკული კლიმატი და ყავისფერი ნიადაგები. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი განაშენიანებულია. ბუნებრივი მცენარეული საფარი თითქმის არ შენარჩუნებულა. მიწის დიდი ნაწილი ვენახებით, ბაღებით, ყანებითა და ბოსტნეული კულტურების ნარგავებით არის დაკავებული.
საქართველოს მცენარეთა სამყარო (ფლორა) მდიდარი და მრავალფეროვანია. იგი დაახლოებით 13300 სახეობას ითვლის, მათ შორის 4225 თესლოვან მცენარეთა რიცხვს მიეკუთვნება, 75 - გვიმრისებურს, 600 - ხავსებს, 650 - მღიერებს, 5000 - სოკოვნებსა და 2000 - წყალმცენარეებს. სამწუხაროდ, საქართველოს, ისევე როგორც მთლიანად კავკასიის, ბიომრავალფეროვნება უკიდურესი საფრთხის წინაშე იმყოფება. ტყეების უმეტესი ნაწილი სახეცვლილია ადამიანის ზემოქმედების შედეგად. მაღალ მთაში გადაჭარბებული ძოვების გამო, თითქმის განადგურებულია ბუნებრივი მცენარეული საფარი და მიმდინარეობს ეროზიის პროცესი. ბუნებრივი მცენარეული საფარი შემორჩენილია თავისი ისტორიული არეალის მხოლოდ მცირეოდენ ნაწილში. საქართველოში ბიომრავალფეროვნებაზე მოქმედი საფრთხეებიდან აღსანიშნავია: ბრაკონიერობა, ტყის მასივების გაჩეხვა, გადაჭარბებული ძოვება, მცენარეთა და ცხოველთა სახეობებით უკანონო ვაჭრობა, თევზის რესურსების გადამეტებული მოპოვება, მდინარეებისა და წყალჭარბი სავარგულების დაბინძურება. შედეგად, ადგილი აქვს ცოცხალი ორგანიზმების საცხოვრებელი გარემოს დეგრადირებას, სახეობათა რიცხოვნობის კლებასა და ეკოლოგიური პროცესების რღვევას - ყველაფერს ერთად კი მივყავართ ბიომრავალფეროვნების განადგურებისკენ.
საქართველოს ფლორიდან 56 სახეობაა შეტანილი წითელ ნუსხაში, საიდანაც:
- 36 სახეობას მინიჭებული აქვს მოწყვლადის სტატუსი,
- 18 სახეობას საფრთხეში მყოფის სტატუსი,
- 2 სახეობას კრიტიკულ საფრთხეში მყოფის სტატუსი.
Subscribe to:
Posts (Atom)